18 ივლისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.8348 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8504 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 1.56 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.8782 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8658 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.24 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1619 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 3.3955 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 19 ივლისიდან შევა ძალაში.