რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილემ დმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ ყირიმზე თავდასხმის შემთხვევაში, უკრაინას "განკითხვის დღე" მოელის. სააგენტო "ინტერფაქსის" ცნობით, აღნიშნულის თაობაზე მედვედევმა ვოლგოგრადში, ვეტერანებთან შეხვერაზე ისაუბრა.
"ცალკეული, ეგზალტირებული, სისხლიანი კლოუნები, რომლებიც იქ პერიოდულად ჩნდებიან რაღაც განცხადებებით და ცდილობენ დაგვემუქრონ, გულისხმობენ რა ყირიმზე თავდასხმას და ა.შ., ამასთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ სრულიად ნათელია - მათ ესმით ასეთი განცხადებების შდეგები. შედეგები კი აშკარაა, რომ იმ შემთხვაში თუ მსგავსი რამ მოხდება, ყველა მათგანისთვის მომენტალურად დადგება განკითხვის დღე. ძალიან სწრაფი და მძიმე. ამ შედეგებისგან დამალვა ძალიან რთული იქნება", - განაცხადა მედვედევმა.
მედვედევმა ასევე განაცხადა, რომ "ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკა" უკვე "გათავისუფლებულია" და "სპეცოპერაცია" გრძელდება უკრაინის სხვა ნაწილებში. მისივე თქმით, "რუსეთის მიმართ საფრთხეები მოიხსნება უკრაინის დემილიტარიზაციის გზით".