15 ივლისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.8504 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.8559 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში 0.55 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.8658 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8613 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.45 თეთრი შეადგინა.
გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.1636 ლარს შეადგენს, ხოლო გაუფასურდა ფუნტი და 3.3772 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 16 ივლისიდან შევა ძალაში.