უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინიდან ორი მილიონი ადამიანი გადაასახლა. მისი თქმით, ეს რუსეთის სტრატეგიაა, ტაქტიკა კი - ტერორი.
ზელენსკის განცხადებით, რუსეთის ტატქიკას აქვს რამდენიმე მიმართულება: არტილერია, რომლის მეშვეობით მძევლად აჰყავს ქალაქები; სარაკეტო ტერორი - მოსახლეობას ქალაქებიდან დევნის; დეპორტაცია; უკრაინული პორტებისა და ენერგეტიკული კრიზისის ბლოკადის შედეგად განვითარებული ეკონომიკური შოკი; პროპაგანდა.
„მესამე პუნქტი - დეპორტაციაა. უბრალოდ წარმოიდგინეთ: 2 მილიონი ადამიანი - ჩვენი მოსახლეობის ეს რაოდენობაა უკვე გადასახლებული რუსეთში. რამდენიმე ასეული ათასი ბავშვი - ზუსტი რიცხვის დასახელება ამჟამად შეუძლებელია. ამ ადამიანებს ჩამოართვეს კომუნიკაციის შესაძლებლობა, წაართვეს საბუთები, მათ აშინებენ და ცდილობენ გაგზავნონ რუსეთის შორეულ რაიონებში, რათა მათთვის მაქსიმალურად რთული იყოს სამშობლოში დაბრუნება.
როგორ შევკრებთ ჩვენს მოქლაქეებს იმ ადგილებიდან, სადაც იძულებით წაიყვანეს? უფრო მეტიც, რუსეთმა შექმნა საფილტრაციო ბანაკები, რომლის საშუალებითაც ადამინაებს აიძულებს გაიარონ ოკუპირებლ ტერიტორიები. ათობით ათასი ადამიანი იქ რჩება, ახალგაზრდა ქალები იკარგებიან, ვფიქრობ, ყველა ხვდება რა ემართებათ მათ იქ“, - განაცხადა ზელენსკიმ სეულში გამართულ კონფერენციაზე „აზიის ლიდერობა“ ვიდეოჩართვისას.