SpaceX-ის დამფუძნებლის, ილონ მასკის კომპანია Starlink-მა საქართველოში შვილობილი კომპანია "სტარლინკ ჯორჯია" დააფუძნა.
ამ დროისთვის ცნობილია, რომ "სტარლინკ ჯორჯია" ავტორიზაციის მიღებას კომუნიკაციების ეროვნული კომისიისგან მოელის.
როგორც იუწყებიან, კომისია "სტარლინკ ჯორჯიას" ავტორიზაციის საკითხს 14 ივლისის სხდომაზე განიხილავს.
გასულ თვეში ცნობილი გახდა, რომ SpaceX საქართველოში STarlink-ის თანამგზავრული სისტემებით ინტერნეტის მიწოდებას გეგმავს.
Starlink უზრუნველყოფს მაღალსიჩქარიან, დაბალი დაყოვნების მქონე ფართოზოლოვან ინტერნეტს მთელს მსოფლიოში, მათ შორის იმ ადგილებში, სადაც ინტერნეტ კავშირი ძვირადღირებული, დაბალი საიმედოობის, უხარისხო ან სრულიად მიუწვდომელია. SpaceX-ს დღეისათვის 2700-ზე მეტი Starlink-ის დაბალ ორბიტალური (LEO) თანამგზავრი ჰყავს გაშვებული.
Starlink-ის დანერგვის შემდეგ მაღალმთიან რეგიონებში და ფართოზოლოვანი ინტერნეტ დაფარვის არმქონე დასახლებებში მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე წვდომა ნებისმიერი მსურველისთვის ხელმისაწვდომი იქნება.
Starlink არის მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე სატელიტური ფართოზოლოვანი ინტერნეტ სისტემა.