მარცვლეულის ექსპორტისთვის უკრაინის პორტებში პირველი უცხოური გემები შევიდნენ. როგორც უკრაინის საზღვაო ფლოტი Facebook-ზე იტყობინება, რვა უცხოური ხომალდი უკრაინის პორტებში პირველად შევიდა რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყების შემდეგ.
აღსანიშნავია, რომ ეს შესაძლებელი გახდა იმის გამო, რომ უკრაინამ დაიბრუნა კონტროლი კუნძულ ზმეინიზე. მარცვლეულის ექსპორტი განხორციელდება დუნაი-შავი ზღვის არხის მდინარის პორტებით. უსაფრთხოების მიზნით, გემს სამხედრო ხომალდები გააცილებენ.