ქვეყნისთვის ახლა ყოველი დღე მნიშვნელოვანია, ჩვემ უნდა დავკავდეთ არა იმით, დაწესდება თუ არა ივანიშვილის მიმართ სანქციები, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ყველას ამოცანა უნდა იყოს 12 რეკომენდაცია და ყველა უნდა ვიდგეთ იმის სადარაჯოზე, რა ნაბიჯები იდგმევა ყოველ დღე ამ რეკომენდაციების შესასრულებლად.
"ეს კარგია, რომ რადიკალურ ოპოზიციას აკანკალებს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება-არდაბრუნების საკითხზე. დღეს ადამიანი საჯარო განცხადებებს არ აკეთებს, არ ეკარება პოლიტიკურ პროცესებს და პოლიტიკური შიში არის სახეზე, მაინც აქვთ ამ ადამიანის პოლიტიკური შიში,"- განაცხადა მაჭარაშვილმა.