საყოფაცხოვრებო ტექნიკის შვედური მწარმოებელი Electrolux Professional წყვეტს ოპერირებას რუსეთის ფედერაციაში.
"სამომავლო საქმიანობის პროგნოზების გათვალისწინებით, მივედით დასკვნამდე, რომ არსებულ ვითარებაში ეს შეუძლებელია", - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
კომპანიის პრეზიდენტისა და აღმასრულებელი დირექტორის ალბერტო ზანატას განცხადებით, Electrolux-ი მხარს უჭერს ყველა სანქციასა და ექსპორტის კონტროლს, რომელიც რუსეთს წინაღმდეგ დაწესდა.
მისი თქმით, უკრაინაში გაჩაღებული ომისა და სანქციების გამო, "გვჯერა, რომ საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში ვერ შევძლებთ რუსეთის ფედერაციაში ჩვენი პროდუქციის გაყიდვას და მომსახურებას".
ამდენად, ზანატას თქმით, კომპანია შეასრულებს სანქციებს და წყვეტს საქმიანობას რუსეთში.
მისივე თქმით, კომპანია თავის ბიზნესს ადგილობრივ მენეჯმენტს გადასცემს.
რუსეთის ბაზრის დატოვებით მიღებული ზარალი უმნიშვნელოა და გავლენას არ მოახდენს კომპანიის შემოსავლებზე.