საქართველოში დღეს მიწისძვრა ექვსჯერ დაფიქსირდა. სეისმური მონიტოტინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, თბილისის დროით 07:36 საათზე, სოფელ სამებასთან მოხდა 4.8 (ml) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა.
ამის შემდეგ, თბილისის დროით 09:10 საათზე, საქართველო-სომხეთის სასაზღვრო ზოლთან მოხდა 4.7 (ml) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა.
ასევე, თბილისის დროით 09:18 საათზე, სოფელ სამებასთან მოხდა 3.1 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა.
დღეს, თბილისის დროით 09:48 საათზე, საქართველო-სომხეთის სასაზღვრო ზოლთან მოხდა 3.3 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა.
თბილისის დროით 10:14 საათზე, საქართველო-სომხეთის სასაზღვრო ზოლთან მოხდა 3.1 (ml) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა.
დღეს, თბილისის დროით 10:24 საათზე, საქართველო-სომხეთის სასაზღვრო ზონასთან მოხდა 3.1 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა.