ამერიკული კომპანია Amazon-ი თურქეთში ლოგისტიკური ცენტრის გახსნას გეგმავს. ამის შესახებ თურქეთში კომპანიის მენეჯერმა რიჩარდ მარიოტმა განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ თურქეთში წარმატება Amazon-ს აძლევს ნდობას, რომ მეტი ინვესტიცია განახორციელოს და ამის ფარგლებში წელს სტამბოლში გახსნის თავის პირველ ლოჯისტიკურ ცენტრს.
"ის ასევე დააკმაყოფილებს მომხმარებელთა მზარდ მოთხოვნას. ჩვენი კომპანიის წყალობით თურქეთი გახდა ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ბაზარი მსოფლიოში", - აცხადებენ მარიოტში.