პრეზიდენტის განცხადება მიმართულია იმისკენ, რომ საფუძველი ჩაუყაროს, რაღაცნაირად დაიწყოს პროცესი, სადაც ოპოზიცია და მმართველი პარტია ერთობლივად შეძლებენ 12 პუნქტზე არსებითი შედეგის დადებას, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა ლევან იოსელიანმა სალომე ზურაბიშვილის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.
იოსელიანის თქმით, ცალკე აღებული არც ერთი და არც მეორე არ პასუხობს რეალურად იმ მოთხოვნებს, რაც 12 პუნქტშია ასახული.
"ამას სჭირდება ერთობლივი მუშაობა. ამაზეა საუბარი მათ შორის ამ პუნქტებშიც. ხაზგასმითაა საუბარი, რომ „ოპოზიციასთან ერთად“, რამდენიმე პუნქტშია მითითებული. ამიტომ თავიდანვე მივესალმებოდი იმას, რაც პრეზიდენტს ჰქონდა დაწყებული – ეროვნული თანხმობის იდეას, მგრამ ამას თუ გადავთარგმნით კონკრეტულ საქმეში, ეს არის, რომ შევძლოთ საბოლოო ჯამში 12 პუნქტზე შეთანხმება და ერთობლივად გაგზავნა“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.