გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ბავარიაში G7-ის სამიტის დასრულებისას განაცხადა, რომ რუსეთზე დასავლეთის წნეხი სანქციებისა და სხვა შეზღუდვების სახით კიდევ უფრო გაძლიერდება.
მისივე თქმით, პუტინისთვის ერთადერთი გამოსავლი გამოვიდეს ამ ვითარებიდან - უკრაინაში თავისი გეგმების წარუმატებლობის აღიარებაა
შოლცმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყოველ ქვეყანას აქვს უფლება აირჩიოს განვითარების გზა მეზობლის მხიდან თავდასხმის საფრთხის გარეშე.
კანცლერის თქმით, გუშინდელი სარაკეტო დარტყმა კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე უკრაინელი ხალხის მიმართ პუტინის სისასტიკის კიდევ ერთი მტკიცებულებაა.
სამიტის მსვლელობისას "დიდი შვიდეულის" ქვეყნები შეთანხმდნენ რუსეთისთვის შემდგომ მტკივნეულ ნაბიჯებზე, მათ შორის რუსული ოქროს ექსპორტის ემბარგოზე.