"საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის" თავმჯდომარის განცხადებით, უახლოეს პერიოდში პურზე ფასის მატება მოსალოდნელი არ არის.
მალხაზ დოლიძის თქმით, ქვეყანაში ფქვილის მარაგის კუთხით პრობლემები არ არსებობს.
"ბოლოს 1 ტომარა პირველი ხარისხის ფქვილი დაახლოებით, 75-76 ლარად იყიდებოდა. დღევანდელი ფასი არის 79 ლარი. გარდა ამისა, რუსეთიდან შემოსული ფქვილის ფასიც ნელ-ნელა ზემოთ იწევს. რაც მთავარია, არ არის სტაბილური ხარისხი. ხარისხებს ეტყობა ვერ არჩევენ, რაც მოხვდებათ, ის მოაქვთ, იმიტომ რომ იციან, საქართველოში წისქვილები არ მუშაობს,“ - აღნიშნა მალხაზ დოლიძემ.