უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაციას უკრაინაში მებრძოლი ქართველი მოხალისეები თორნიკე გოგუაძე და ვანო ნადირაძე სოციალურ ქსელში ავრცელებენ.
"რამდენიმე წუთის წინ გავიგე, რომ ჩემი ქართველი თანამებრძოლი, რომელიც ორი თვე ჩვენ გვერდით იყო, ბრძოლაში დაიღუპა.
თურმე დაჭრილი უკრაინელი არ დატოვა და მისი გამოყვანის დროს ზურგში ესროლეს. ჩემს ოთახში ეძინა, ჩემს ათეულში იყო. ენა მებმის და სიტყვებს ვერ ვპოულობ. დიდება გმირებს !" - წერს სოციალურ ქსელში გოგუაძე.
დაღუპული მებრძოლის ვინაობა ჯერჯერობით არ სახელდება.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაწყებულია გადმოსვენების პროცედურები.
24 თებერვლის შემდეგ, უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებს უკვე 16 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.