ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულ ფონ დერ ლაიენმა, ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე, განაცხადა, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე, უნდა შეფასდეს თუ როგორ აკმაყოფილებს საქართველო პირობებს.
ამასთან, ურსულ ფონ დერ ლაიენმა მოუწოდა ევროპულ საბჭოს, საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიანიჭოს.
"საქართველო იზიარებს იმავე მისწრაფებებსა და პოტენციალს, რაც უკრაინასა და მოლდოვას აქვს. მის განაცხადს აქვს ძლიერი მხარეები, როგორიცაა ეკონომიკის საბაზრო ორიენტაცია და ძლიერი კერძო სექტორი. წარმატების მისაღწევად ქვეყანა პოლიტიკურად უნდა გაერთიანდეს და დასახოს მკაფიო გზა სტრუქტურული რეფორმების განსახორციელებლად ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. გზა, რომელიც კონკრეტულად დასახავს აუცილებელ რეფორმებს, სადაც ჩართული იქნება სამოქალაქო საზოგადოება და რომელიც ფართო პოლიტიკური მხარდაჭერით სარგებლობს. ჩვენ რეკომენდაციას ვაძლევთ საბჭოს, საქართველოს მიენიჭოს ევროპული პერსპექტივა, შეაფასოს, როგორ ასრულებს პირობებს, ვიდრე მივანიჭებთ ამათ კანდიდატის სტატუსს", - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.