რომის პაპმა ფრანცისკემ კიდევ ერთხელ მკაცრად გააკრიტიკა რუსეთი უკრაინაში ქმედებების გამო.
ინტერვიუში, რომელიც იეზუიტთა ორდენის ევროპის გამოცემამ მაისში ჩაწერა და მხოლოდ დღეს გამოქვეყნდა, ის რუსეთის ჯარების სისასტიკისა და სიმხეცის შესახებ საუბრობს და ამავე დროს მაღალ შეფასებას აძლევს უკრაინელების სიმამაცეს, რომლებიც გადარჩენისთვის იბრძვიან.
რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა გამოთქვა აღშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი ჩეჩენ და სირიელ დაქირავებულ მებრძოლებს იყენებს.
რომის პაპის აზრით, მსოფლიო უკვე მესამე მსოფლიო ომის მდგომარეობაში იმყოფება.
"მსოფლიო მესამე მსოფლიო ომშია. რამდენომე წლის წინ მე თავში მომივიდა იდეა, მეთქვა, რომ ჩვენ მესამე მსოფლიო ომს ნაწილ-ნაწილ განვიცდთ. მაგრამ დღეს ჩემთვის მესამე მსოფლიო უკვე ომი დაიწყო", - თქვა პაპმა ფრანცისკემ.
რომის პაპმა წარსულშიც არაერთხელ დაგმო უკრაინაში გაჩაღებული ომი, თუმცა რუსეთის ღიად გაკრიტიკებას ერიდებოდა.