"ამ გზაზე, ევროკავშირის გზაზეც და ზოგადად ცივილიზებულ სამყაროში შესვლის გზაზე საქართველოსთვის ყველაზე დიდი წინააღმდეგობა არის ჩვენი დღევანდელი მთავრობა და მის მიერ გადადგმული ნაბიჯები, ეს არის მთავარი საკითხი, აქედან გამომდინარეობს დღევანდელი რეზოლუცია.“ - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ლიდერი, გიორგი კანდელაკი ევროპარლამენტის რეზოლუციას
„ახლა უკვე ჩვენი ქვეყანა არის სხვა რეალობაში. ევროპარლამენტი ერთის მხრივ მხარს უჭერს კანდიდატის სტატუსის მონიჭებას საქართველოსთვის და ამავდროულად გამოდის წინადადებით, რომ ივანიშვილს დაუწესდეს პერსონალური სანქციები. ევროპარლამენტი ამბობს, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ამ გზაზე, ევროკავშირის გზაზეც და ზოგადად ცივილიზებულ სამყაროში შესვლის გზაზე საქართველოსთვის ყველაზე დიდი წინააღმდეგობა არის ჩვენი დღევანდელი მთავრობა და მის მიერ გადადგმული ნაბიჯები, ეს არის მთავარი საკითხი, აქედან გამომდინარეობს დღევანდელი რეზოლუცია.“ - გიორგი კანდელაკი