თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, პრეზიდენტის გადასაწყვეტია, შეიწყალებს თუ არა "მთავარი არხის" დირექტორს, ნიკა გვარამიას.
მისივე თქმით, გვარამიას გარდა, საქართველოს უამრავი პატიმარი ჰყავს.
"ეს მისი გადასაწყვეტია. გვარამიას გარდა, საქართველოს უამრავი პატიმარი ჰყავს. დამნაშავე ყველა დამნაშავეა. ვინც დანაშაულს სჩადის, ყველა დამნაშავეა", - განაცხადა კალაძემ.
კახა კალაძის მტკიცებით, საქართველოს პოლიტპატიმრები არ ჰყავს.
"პოლიტპატიმრები საქართველოში არ არსებობს, ეს დრო ჩვენ წარსულს ჩავაბარეთ"- ამბობს კალაძე.