საქართველოს პარლამენტმა ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ნათია თურნავა საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად აირჩია.
თურნავას კანდიდატურას 80-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარ, 9 - წინააღმდეგ წავიდა.
ნათია თურნავას კანდიდატურა საკანონმდებლო ორგანოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წარუდგინა. ეროვნული ბანკის საბჭო 9 წევრისგან უნდა შედგებოდეს. საბჭოში აქამდე ორი პოზიცია ვაკანტური იყო.
ნათია თურნავა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობას 2019 წლის აპრილიდან 2022 წლის 9 თებერვლამდე იკავებდა.