უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იმედოვნებს, რომ უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საკითხი უახლოეს კვირებში გადაწყდება. ამის შესახებ ზელენსკიმ თავის ტრადიციულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.
მისი თქმით, ევროკავშირში უკრაინის წევრობის საკითხი ევროპის მომავალს გადაწყვეტს.
"მიმაჩნია, რომ ეს იქნება გადაწყვეტილება არამხოლოდ უკრაინის თაობაზე, არამედ მთელ ევროპულ პროექტზე - აქვს თუ არა მას მომავალი, როგორც ძლიერ გაერთიანებას", - განაცხადა ზელენსკიმ.
მან აღნიშნა, რომ უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე ესაუბრა პოლონეთის პორეზიდენტ ანჯეი დუდას, "ეს საკვანძო საკითხია, მოველით უკვე უახლოეს კვირებში ევროკავშირის გადაწყვეტილებას კანდიდატობაზე ჩვენს განაცხადთან დაკავშირებით", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ამასთან, ირლანდიის პრემიერ-მინისტრ მიხალ მარტინს მიაჩნია, რომ უკრაინა ევროკავშირში უალოეს ხანებში უნდა გაწევრიანდეს.
ბოლო პერიოდში გავრცელდა ინფორმაციას იმის შესახებ რომ უკრაინას სთავაზობენ მხოლოდ პოტენციური კანდიდატის სტატუსს, რამაც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების დიდი აღშფოთება გამოიწვია.