ესპანეთი მზად არის უკრაინას საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები და Leopard-ის ტიპის ტანკები გადასცეს. ამის შესახებ ესპანური გამოცემა El Pais-ი მთავრობის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
"ესპანეთი მზად არის გააკეთოს დიდი ნახტომი უკრაინის სამხედრო მარდაჭერის კუთხით. თუ აქამდე ის აწვდიდა [უკრაინას] საბრძალო მასალებს, ინდივიდუალური დაცვის საშუალებებსა და მსუბუქ იარაღს (С-90-ის ტიპის ყუმბარმტყორცნებს ან ტყვიამფრქვევებს), ახლა მძმე შეიარაღების მიწოდებისთვის ემზადება", - აღნიშნავს გამოცემა.
მისი ინფორმაციით, ესპანეთის თავდაცვის სამინისტრო უკვე ასრულებს კიევში ახლო მანძილის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების Shorad Aspide-ის მიწოდებას.
ესპანეთის მთავრობა ასევე მზად არის უკრაინას გაუგზავნოს Leopard A4-ის ტიპის საბრძოლო ტანკები, რომლებიც უკვე ათი წელია ესპანეთის არმიის რეზერვშია.