რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა რუსეთთან შეერთების თაობაზე "რეფერენდუმის" ჩატარების შესახებ ანატოლი ბიბილოვის "განკარგულება" შეაჩერა. იტყობინება ადგილობრივი გამოცემა "რეს"-ი.
როგორც იუწყებიან, განკარგულება მოსკოვთან კონსულტაციების დასრულებამდე.
ალან გაგლოევმა გამოსცა ახალი "განკარგულება" "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციის შემდგომი ინტეგრაციის გზების შესახებ".
"განკარგულებაში" საუბარია "რეფერენდუმის ცალმხრივი გადაწყვეტილების დაუშვებლობაზე რუსეთის ფედერაციის ლეგიტიმურ უფლებებსა და ინტერესებზე მოქმედ საკითხებთან დაკავშირებით".
ამავდროულად, "განკარგულება" ითვალისწინებს რუსულ მხარესთან კონსულტაციების დაუყოვნებლივ გამართვას "სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის შემდგომ ინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხების მთელ სპექტრზე".
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთთან შეერთების საკითხზე ე.წ. რეფერენდუმი 17 ივლისს უნდა გამართულიყო. შესაბამის განკარგულებას დე ფაქტო ხელისუფლების ყოფილა ლიდერმა, ანატოლი ბიბილოვმა მოაწერა ხელი.