საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სატელეფონო საუბარი გამართა მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუსთან.
„ვესაუბრე პრეზიდენტ მაია სანდუს იმ ისტორიული გეზის შესახებ, რომელიც ასოცირებული ტრიოს სამმა ქვეყანამ ევროპისკენ მიმავალ გზაზე აიღო.
უახლოეს მომავალში, ჩვენ მოუთმენლად ველოდებით ევროკავშირის გადაწყვეტილებას, რომელსაც გეოპოლიტიკური მნიშვნელობა აქვს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერში“.