მე როგორც მთავრობის მეთაური გაძლევთ პირობას რომ მჭიდრო კოორდინაციაში ვიქნებით საპატრიარქოსთან. ჩვენ კიდევ უფრო მეტად უნდა გავაძლიეროთ ჩვენი სამრევლოები თითოეულ ქვეყანაში, საჭირო არის მეტი ორგანიზება, მეტი კოორდინაცია და მე ვფიქრობ, რომ ყველა ის სხვა დაწესებულება როგორიც არის კულტურის წარმომადგენლობები, წრეები და ანსამბლები ასე შემდეგ ამ ყველაფერს სჭირდება გაძლიერება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე - “ქართული დიასპორა საქართველოს ევროპული მომავლისათვის" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, უცხოეთში უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს საპატრიარქოს წარმომადგენლობებს.
"ასევე მინდა ვთქვა, ჩემი პირადი გამოცდილებიდან მინდა ვთქვა, რომ უცხოეთში უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი დედა ეკლესიის წარმომადგენლობებს, საპატრიარქოს წარმომადგენლობებს უცხოეთში და მე მახსოვს პირადად, ყოველ კვირას, დიასპორის წარმომადგენლები ვიკრიბებოდით ეკლესიაში. ამას რატომ ვამბობ, ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ჩვენთვის, მე როგორც მთავრობის მეთაური გაძლევთ პირობას, რომ მჭიდრო კოორდინაციაში ვიქნებით საპატრიარქოსთან. ჩვენ კიდევ უფრო მეტად უნდა გავაძლიეროთ ჩვენი სამრევლოები თითოეულ ქვეყანაში საჭირო არის მეტი ორგანიზება, მეტი კოორდინაცია და მე ვფიქრობ, რომ ყველა ის სხვა დაწესებულება, როგორიც არის კულტურის წარმომადგენლობები, წრეები და ანსამბლები ასე შემდეგ, ამ ყველაფერს სჭირდება გაძლიერება.
მე ასევე მინდა გითხრათ რომ, რა თქმა ჩვენ ყველას გვიხარია თქვენი დროებით დაბრუნება საქართველოში, მაგრამ ჩვენი ყველას დიდი ოცნება არის თქვენი საბოლოოდ დაბრუნება საქართველოში. მე მესმის რომ ამ ყველაფერს სჭირდება მომზადება, ამას სჭირდება შესაბამისი პირობების უზრუნველყოფა მაგრამ ერთი რამე უნდა ვთქვათ რომ ჩვენ ყველას გვიმოგზაურია, გვიცხოვრიაუცხოეთში და მაინც როდესაც ცხოვრობ უცხოეთში თავს ვერ თვლი სრულფასოვნად, იმის მიუხედავად რომ შეიძლება იყო იმ ქვეყნის მოქალაქეც. ეს მაინც არ არის ჩვენი ბუნებრივი სამშობლო, ჩვენი დედა სამშობლო ამიტომ რა თქმა უნდა მე კიდევ და კიდევ ვუერთდები იმ მოწოდებას და იმ ჩვენს დიდ ოცნებას და სურვილს რომ ყველა ქართველი დაუბრუნდეს ჩვენს მიწას საბოლოო ჯამში და რა თქმა უნდა მანამდე ჩენ ყველა ვემსახუროთ ჩვენს საქართველოს" - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.