დღეს, 29 ნოემბერს, ქართველი ძიუდოისტები ტოკიოში გამეგზავრნენ. დიდი სლემის ტურნირი 10 დეკემბერს დაიწყება და 12 დეკემბრამდე გაგრძელდება.
საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სოსო ლიპარტელიანმა ტოკიოში დიდი სლემის ტურნირზე სამონაწილეოდ შემადგენლობა დაასახელა.
ქართველი ძიუდოისტები სეზონის ბოლო ტურნირზე ასეთი შემადგენლობით გამოვლენ:
ბეთქილ შუკვანი (60კგ), შალვა ქარდავა (66), თენგიზ პაპოშვილი (73), გიორგი ბაინდურაშვილი, ავთანდილ ჭრიკიშვილი (ორივე - 81), ვარლამ ლიპარტელიანი (90), ზვიად ხანჯალიაშვილი (+100).