2022 წლის აპრილის ბოლოს მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 14 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 13 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. 2022 წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 0.99 მლრდ ლარით, ანუ 1.6 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 3.5 პროცენტით გაიზარდა) და 2022 წლის აპრილის ბოლოს 62.78 მლრდ ლარი შეადგინა.
საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 8.23 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 13.1 პროცენტია.