კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2022 წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით 165.12 მლნ ლარით (0.38%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 1.36%-ით გაიზარდა) და მიმდინარე წლის პირველი მაისისათვის 43.15 მლრდ ლარი შეადგინა.
ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 226.58 მლნ ლარით (1.06%-ით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 391.70 მლნ ლარით (1.79%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 1.65%-ით).
რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2022 წლის აპრილის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 6.57 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.20%-ით ნაკლები), ხოლო უცხოური ვალუტით 13.55 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.11%-ით ნაკლები) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 2.35%-ით მეტი).
2022 წლის აპრილის განმავლობაში 0.10%-ით, ანუ 22.12 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი მაისისათვის 22.19 მლრდ ლარი შეადგინა.
მიმდინარე წლის პირველი მაისისათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 50.07 პროცენტი შეადგინა, 2022 წლის პირველი აპრილის მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 0.71 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, შემცირდა 0.15 პროცენტული პუნქტით).