საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეხმიანება ბოლო ხანებში ქალთა მიმართ გახშირებულ ძალადობისა და მკვლელობის ფაქტებს.
"#არაქალთკვლა - დღეს ამაზე მეტს არ ვიტყვი!", - წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, 21 მაისს 27 წლის ქალი ყოფილმა ქმარმა შვილების თვალწინ, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოკლა.
დღეს, 23 მაისს ყოფილმა ქმარმა, შვილის თვალწინ, ყოფილი ცოლი დაჭრა. ქალი ამ დროისათვის კლინიკაშია გადაყვანილი.