საფრანგეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა ელისაბედ ბორმა, რომელიც ცოტა ხნის წინ დანიშნა ემანუელ მაკრონმა, ქვეყნის მთავრობის განახლებული შემადგენლობა წარადგინა.
როგორც ცნობილია, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე, ჟან-ივ ლე დრიანს კატრინ კოლონა ჩაანაცვლებს. ის იქნება მეორე ქალი, რომელიც საფრანგეთის დიპლომატიურ უწყებას ჩაუდგება სათავეში.
მანამდე კოლონა იყო საფრანგეთის ელჩი ბრიტანეთში და ყოფილი პრეზიდენტის ჟაკ შირაკის სპიკერი.
ახალ კაბინეტში თანამდებობები შეინარჩუნეს შინაგან საქმეთა მინისტრმა დარმანინმა და ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრმა ლე მერმა. კლემენტ ბონი ასევე გააგრძელებს მუშაობას ევროპულ საქმეთა მინისტრად.
შეგახსენებთ, ემანუელ მაკრონმა ელისაბედ ბორნი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრად ორშაბათს დანიშნა.