16 მაისს, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პრემიერ-მინისტრად შრომის, დასაქმებისა და ინტეგრაციის ყოფილი მინისტრი ელისაბედ ბორნი დანიშნა.
ელისაბედ ბორნმა ჩაანაცვლა ჟან კასტექსი, რომელმაც თანამდებობა დღეს დატოვა.
ბორნი საფრანგეთის ისტორიაში მეორე ქალი გახდა, რომელმაც მთავრობის მეთაურის პოსტი დაიკავა. მანამდე ედიტ კრესონი იყო საფრანგეთის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი, 1991-1992 წლებში.
61 წლის ბორნი საფრანგეთის შრომის სამინისტროს ხელმძღვანელობს 2020 წლის ივლისიდან, მანამდე კი გარემოს დაცვის, ტრანსპორტისა და საბინაო საქმეთა მინისტრი იყო.
2017 წელს იგი შეუერთდა მაკრონის პარტიას "წინ, რესპუბლიკა!"
14 აპრილს მაკრონმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმების 58,55%-ით გაიმარჯვა. ინაუგურაციის ცერემონია 7 მაისს გაიმართა.