ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
"კარგი შეხვედრა მქონდა საქართველოს პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან ევროპარლამენტში. საქართველო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის.
რეფორმები მართლმსაჯულებაში, კანონის უზენაესობა, მედიათავისუფლება, ლგბტქ+ და ადამიანის უფლებები რჩება გადამწყვეტად ქვეყნის ევროპული გზისთვის. ერთიანი ვართ უკრაინის მიმართ მხარდაჭერაში", – წერს „ტვიტერში“ რობერტა მეცოლა.