შეერთებული შტატების სამხედრო დაზვერვა მიიჩნევს, რომ ომი უკრაინაში ჩიხშია შესული. ამის შესახებ Sky News-ი აშშ-ის სამხედრო სადაზვერვო სააგენტოს ხემძღვანელ, გენერალ-ლეიტენანტ სკოტ ბერიერზე დაყრდნობით იუწყება.
ბერიერის თქმით, საბოლოო უპირატესობა ბრძოლის ველზე ჯერჯეობით შეიარაღებული დაპირისპირების არც ერთ მხარეს აქვს.
"რუსები ვერ იმარჯვებენ, მაგრამ ვერც უკრაინელები იგებენ, და აქ ჩვენ, ცოტა არ იყოს, ჩიხში ვართ", - განაცხადა გენერალმა სენატში გამოსვლისას.
ამასთან, ბერიერმა აღნიშნა, რომ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 10-მდე რუსი გენერალი დაიღუპა. თუმცა მათი რაოდენობა, შესაძლოა, 12-მდე იყოს.
ასევე ბერიერის თქმით, რუსმა ოკუპანტებმა წარმატებას ვერც ერთ მიმართულებაზე მიაღწიეს.