უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევაზე გადასვლის შედეგად ხარკოვის ოლქში კონტროლი აღადგინა ალექსანდროვკის, ფედოროვკის, უკრაინკას, შესტაკოვოსა და პობედაზე, ასევე სოფელ ჩერკასკიე ტიშკის ნაწილზე. ინფორმაციას უკრაინის შეირაღებული ძალების გენშტაბი ავრცელებს.
ამასთან, გენშტაბის ინფორმაციით, სლობოჟანსკის მიმართულებით მტერი აგრძელებს ჯარის ნაწილების გადასროლას;
დონეცკისა და ტავრიჩესკის მიმართულებებით, უკრაინული შენაერთების მოქმედებების შეზღუდვის მიზნით ოკუპანტები შეტაკების ხაზზე ახორციელებენ საავიაციო და სარაკეტო დარტყმებს.
ქალაქ მარიუპოლში მტერმა ძირითადი ძალისხმევა მიმართა „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე უკრაინელი დამცველების დანაყოფების ბლოკირებისა და განადგურებისაკენ.
ვოლინისა და პოლესის მიმართულებებით რუსული ძალები აქტიურ მოქმედებებს არ აწარმოებენ.
იუჟნობუჟის მიმართულებით მტერს აქტიური შეტევითი მოქმედებები არ ჩაუტარებია, ძირითადად ცეცხლის უხსნიდა ცალკეულ რაიონებში უკრაინული ძალების პოზიციებს.
ამასთან, გენშტაბში აცხადებენ, რომ ოკუპანტები კვლავ განიცდიან ცოცხალი ძალისა და ტექნიკის დიდ დანაკარგს. არსებული ინფორმაციით, როსტოვის ოლქში, {რუსეთი} ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იმყოფება 800 დაჭრილი რუსი სამხედრო და 200-მდე დაღუპული ჯარისკაცის ცხედარი.
ფოტო: არქივი