უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საოკუპაციო ძალების დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს.
ბოლო მონაცემებით, რუსეთის არმიის პირადი შემადგენლობის დანაკარგი დაახლოებით 24 700 -ს შეადგენს.
ასევე განადგურებულია მტრის შემდეგი ტექნიკა:
ტანკი - 1 092;
საბრძოლო ჯავშანმანქანა - 2 651 ;
საარტილერიო სისტემა - 499;
ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა - 169;
საჰაერო თავდაცვის სისტემა - 83;
თვითმფრინავი - 196;
ვერტმფრენი - 155;
საავტომობილო ტექნიკა და საწვავმზიდი - 1 907;
გემი/კატერი - 10;
ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი - 312 ;
სპეციალური ტექნიკა - 38;
ფრთოსანი რაკეტა - 89;
გენშტაბი აცხადებს, რომ მტრის დანაკარგის ზუსტი რაოდენობის აღრიცხვა ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების გამო ვერ ხერხდება, ამიტომ რუსეთის დანაკარგი, შესაძლოა, მეტი იყოს.