სერბეთში კენჭისყრისათვის ემზადებიან. უნდა გადაწყდეს ვინ გახდება 2015 წელს ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების მასპინძელი - არჩევანი თბილისსა და ბრნოს შორის უნდა გაკეთდეს. გადაწყვეტილება ოლიმპური კომიტეტის 49 წევრმა უნდა მიიღოს. კენჭისყრა ხვალ თბილისის დროით 12:00 საათისათვისა დაიწყება.
"თბილისი 2015" - შესაბამისი ბანერები ბელგრადის სასტუმრო "ჰაიატის" ფოიეში უკვე განთავსებულია. აღსანიშნავია, რომ ხვალ ასამბლეაზე ქალაქის მერი სტუმრებს მიმართავს და ეტყვის რომ თითოეული თბილისელი და თბილისის ხელმძღვანელობა ყველა ღონეს იხმარს იმისათვის დედაქალაქმა უმაღლეს დონეზე უმასპინძლოს ამ უმნიშვნელოვანეს სპორტულ ღონისძიებას.
ამას გარდა, ხვალვე, თბილისის წარდგინების მსვლელობისას ნაჩვენები იქნება ვიდეომიმართვა. ქვეყნის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სტუმრებს დაარწმუნებს რომ თბილისი მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობისა და სპორტული ღონისძიებებისათვის იქნება მზად და თითოეული სტუმარი ჩვენს დედაქალაქში თავს ძალიან კომფორტულად იგრძნობს.