თურქეთის თავდაცვის მინისტრ ჰულუსი აკარის განცხადებით, უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა, შესაძლოა, უახლოეს დღეებში გაიმართოს. აკარის განცხადებას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.
"პრეზიდენტი ერდოღანი არაერთხელ შეხვდა ბატონ პუტინსა და ბატონ ზელენსკის. ამ შეხვედრებზე პრეზიდენტი ცდილობს რაც შეიძლება სწრაფად მიაღწიოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდომას [ზელენსკისა და პუტინის], ვიმედოვნებთ, სირთულეების მიუხედავად, უახლოეს დღეებში შესაძლებელი გახდება ორი ლიდერის [უკრაინისა და რუსეთის] შეხვედრა", - განაცხადა ჰულუსი აკარმა.
2 აპრილს რუსეთთან მომლაპარაკებელთა ჯგუფის ხელმძღვანელმა დავით არახამიამ გამოთქვა აზრი, რომ უკრაინისა და პუტინის ლიდერების შეხვედრა უახლოეს დღეებში, შესაძლოა სტამბოლში ან ანკარაში გაიმართოს.