უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინულ მხარეს ჯერჯერობით არ მიუღია სამხედრო თვითმფრინავები. ამის შესახებ ზელენსკიმ ფრანგულ ტელეარხ BFMTV-სთან ინტერვიუში განაცხადა.
"მე ვარ მკაფიო ნაბიჯებისა და ფაქტების კაცი. ფაქტობრივად, ჩვენ არ გვყავს სამხედრო თვითმფრინავები, ჯერ არც ერთი თვითმფრინავი არ მოუწოდებიათ. ჯერჯერობით გვაქვს ის, რაც გვაქვს", - აღნიშნა ზელენსკიმ.
ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე პარტნიორებისგან დაპირებული სამხედრო ტექნიკის მიღების თარიღებთან დაკავშირებით, უკრაინის პრეზიდენტმა თქვა: "გვაქვს თარიღები, გვაქვს გარანტიები, მაგრამ ჩვენ ჯერ გვინდა, მივიღოთ, შემდეგ კი მადლობელი ვიქნებით".
შეგახსენებთ, 20 აპრილს პენტაგონმა განაცხადა, რომ უკრაინამ მოკავშირეებისგან სამხედრო თვითმფრინავები და მათთვის სათადარიგო ნაწილები მიიღო.