პენტაგონის, შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის პრესსპიკერის, ჯონ კირბის განცხადებით, უკრაინამ მოკავშირეებისგან სამხედრო თვითმფრინავები და მათთვის საჭირო სათადარიგო ნაწილები მიიღო.
ბრიფინგზე ჯონ კირბის არ დაუკონკრეტებია რა ტიპის სამხედრო თვითმფრინავებზეა საუბარი და რომელმა ქვეყანამ გადასცა ისინი უკრაინას.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ საუბარია ქვეყნებზე, რომლებსაც "მსგავსი თვითმფრინავების გამოყენების გამოცდილება აქვთ".
მისი თქმით, უკრაინას ახლა უფრო დიდი სამხედრო ავიაფლოტი ჰყავს, ვიდრე ორი კვირის წინ.
კირბიმ აღნიშნა, რომ შეერთებული შტატებს არ გადაუცია სამხედრო თვითმფრინავები უკრაინისთვის, თუმცა დაეხმარა მოკავშირეებს მათ ტრანსპორტირებაში.
უკრაინა დიდი ხანია დასავლეთისგან სამხედრო თვითმფრინავებს, კონკრეტულად რუსულ Mig-29-ებს ითხოვს. უკრაინელ სამხედროებს ამ ტიპის ავიაგამანადგურებლების მართვის გამოცდილება აქვთ. მანამდე იუწყებოდნენ, რომ შესაძლოა, პოლონეთს გადაეცა უკრაინისთვის Mig-29-ები, რადგან ის ერთ-ერთია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის, რომელთაც ჯერ კიდევ აქვს შეიარაღებაში ეს ავიაგამანადგურებელი.