"ახლა კითხვა, რომელიც საქართველოს წინაშეა, მარტივია - ეხმარება საქართველოს რუსეთს საერთაშორისო სანქციებისთვის თავის არიდებაში თუ საქართველო დგას ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად", - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა, გიორგი კანდელაკმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
"ქვეყნებმა, რომელთა პორტებითაც რუსეთი სარგებლობდა აქამდე, რუსეთს აუკრძალეს საკუთარი პორტებით სარგებლობა და ამიტომ დასჭირდა საქართველოს პორტების გავლით ამა თუ იმ პროდუქციის შეტანა რუსეთს დღეს. ახლა კითხვა, რომელიც საქართველოს წინაშეა, მარტივია - ეხმარება საქართველოს რუსეთს საერთაშორისო სანქციებისთვის თავის არიდებაში თუ საქართველო დგას ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად. დღესდღეობით რადგან მიმდინარეობს საქართველოს გავლით ტვირთების გადინება, მითუმეტეს ტრანზაქციები ხორციელდება რუსული "სბერბანკის" გავლით, პასუხი რომელსაც სცემს ამ კითხვაზე საქართველოს მთავრობა არის ის, რომ საქართველოს ეხმარება რუსეთს სანქციებისთვის თავის არიდებაში", - გიორგი კანდელაკი