უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა სამუდამოდ დაკარგა უკრაინა. მისი ვიდეომიმართვა Telegram-არხზე ვრცელდება.
„ჩვენი ქვეყნის სამხრეთსა და აღმოსავლეთში ვითარება ჯერ კიდევ რთულია, შორს ვართ იმისგან, რომ აღდგენაზე ვილაპარაკოთ. ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოკუპირებული ოლქების რაიონებში რუსი სამხედროები განაგრძობენ ტერორს ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, ეძებენ ყველას, ვინც დაკავშირებული იყო უკრაინის არმიასთან ან სახელმწიფო სტრუქტურებთან. ოკუპანტები ფიქრობენ, რომ ეს მათ დაეხმარება ტერიტორიების კონტროლში, მაგრამ ძალიან ცდებიან“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
„ისინი თავს იტყუებენ. ოკუპანტების პრობლემა ის კი არ არის, რომ მათ არ ღებულბენ აქტივისტები, ვეტერანები ან ჟურნალისტები. რუსეთის პრობლემა ის არის, რომ მათ არ ღებულბენ და აღარასდროს მიიღებს მთელი უკრაინელი ხალხი. რუსეთმა სამუდამოდ დაკარგა უკრაინა, დაკარგა მთელი მსოფლიო. მათ უკვე აღარსად მიიღებენ“, - განაცხადა ზელენსკიმ.