უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსი დამპყრობლების წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინის შეიარაღებული ძალების 3 ათასამდე სამხედრო დაიღუპა. ამის შესახებ პრეზიდენტმა ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ომში 2,500-დან 3 ათასამდე უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა, რუსეთის საოკუპაციო ძალების დანაკარგი კი 19-დან 20 ათასამდეა.
ზელენსკის თქმით, დაჭრილია 10 ათასამდე უკრანელი სამხედრო. მისივე თქმით, გაცილებით რთულია მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის რაოდენობის დადგენა.
„ძალიან რთულია სამოქალაქო პირებზე საუბარი, ვინაიდან ჩვენი ქვეყნის სამხრეთში, სადაც ქალაქები და სოფლები ბლოკირებულია - ხერსონი, ბერდიანსკი, აღმოსავლეთით მარიუპოლი და აღმოსავლეთში, ვოლნოვახა, - ჩვენ უბრალოდ არ ვიცით რამდენი ადამიანი დაიღუპა იმ ზონაში, რომელიც ბლოკირებულია“, - განაცხადა ზელენსკიმ.