გორში კომბინატის დასახლებაში, შინაგან საქმეთა სამინისტრო საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს. ნაპოვნია 2004 წელს გაუჩინარებული 11 წლის მოზარდის,ზაქრო ბერძენიშვილის ცხედარი.
ცხედარი მტკვრის სანაპიროზე აღმოაჩინეს. ადგილობრივების თქმით, ცხედარი გორის პროზექტურაშია გადასვენებული.
ცნობისთვის, 2004 წელს 11 წლის მოზარდი საეჭვო ვითარებაში გაუჩინარდა. ის გაიტაცა ახალგაზრდა კაცმა, რომელმაც ანალოგიური დანაშაული ჩაიდინა 2018 წელს, რა დროსაც 9 წლის გოგო გაიტაცა, გააუპატიურა, აწამა და მოკლა, საუბარია იაგო ნებიერიძეზე, რომელსაც სასამართლომ უვადოდ თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ფოტო: მთავარი არხი