უკრაინის უმაღლესი რადა საქართველოს მადლობას უხდის, რუსთაველის გამზირზე გამართული მხარდამჭერი აქცია-პერფორმანსისთვის, რომელიც რუსეთის შეჭრის შედეგად ბუჩაში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მისაგებად გაიმართა.
"მადლობა, საქართველო! უკრაინელი ხალხი ქართველების მხარდაჭერას გრძნობს", - ვკითხულობთ უკრაინის რადას მიერ „ტვიტერში“ გავრცელებულ განცხადებაში.
თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან მოქალაქეებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს, რომელიც ქალაქ ბუჩაში რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული მშვიდობიანი მოსახლეობის ხსოვნას მიეძღვნა.