თბილისში, შარტავას ქუჩაზე ტროტუარზე მდგომ ბავშვს ავტომობილი დაეჯახა.
არსებული ინფორმაციით, ბავშვი კლინიკაშია გადაყვანილი, მისი მდგომარეობა მძიმეა.
ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.