იტალიის ხელისუფლებამ სანქცირებული რუსი ოლიგარქის ალიშერ უსმანოვის ჯავშნიანი მერსედერი დააყადაღა. იტყობინება ბრიტანული გამოცემა The Times-ი.
The Times-ის ინფორმაციით, ჯავშნიანი მერსედესი უსმანოვის იმ აქტივებს შორისაა, რომელიც იტალიის საგადასახადო პოლიციამ სარდინიაში დააყადაღა ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში.
გამოცემის ინფორმაციით, შავი ფერის Mercedes Maybach S650 Guard VR10-ის ღირებულება 600 000 ევროზე მეტია. ხუთტონიანი მაიბახი უძლებს ცეცხლსასროლი იარაღის თავდასხმასა და ნაღმის აფეთქებასაც.
შეგახსენებთ, მარტის დასაწყისში იტალიის საგადასახადო პოლიციამ კუნძულ სარდინიაზე, არზაჩენეში ოლიგარქ უსმანოვის ვილები დააყადაღა. ვილების ღირებულება 16 მლნ ევროს შეადგენს.
მანამდე, გერმანიის ხელისუფლებამ, ევროკავშირის სანქციათა ფარგლებში, ალიშერ უსმანოვს იახტა ჩამოართვა.