იტალიამ რუსი პროპაგანდისტი ჟურნალისტის ვლადიმირ სოლოვიოვისა და მილიარდერი ოლიგარქის ალიშერ უსმანოვის ვილები დააკავა. იუწყება გამოცემა La Republicca.
სოლოვიოვიოს ორი ვილა, რომელთა ღირებულებაც 8 მლნ ევროს შეადგენს კომოს ტბაზე იტალიის სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს. ოპერაცია ფინანსური გვარდიის სპეციალური ქვედანაყოფის სამხედროებმა ჩაატარეს.
აღნიშნული ოპერაციები ჩატარდა სანქციების აღსასრულებლად, რომელიც ევროკავშირმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო რუს ოლიგარქებს დაუწესა.
ოლიგარქის ალიშერ უსმანოვის ვილები სამხედროებმა დააპატიმრეს კუნძულ სარდინიაზე, არზაჩენეში. ვილების ღირებულება 16 მლნ ევროს შეადგენს.
USM Holdings-ის დამფუძნებელი, მილიარდერი უსმანოვი პუტინის ერთ-ერთი ახლო მოკავშირეა. აგრესორი პუტინის ახლო გარემოცვის წევრია ტელეწამყვანი და პროპაგანდისტი სოლოვიოვიც.
ცოტა ხნით ადრე, გერმანიის ხელისუფლებამ ალიშერ უსმანოვის ფეშენებელური იახტა დააკავა.