რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მიერ პირადი შეურაცხყოფა ვლადიმირ პუტინის მიმართ მოსკოვისა და ვაშინგტონის ურთიერთობების შესაძლებლობის ფანჯარას ავიწროვებს.
"სახელმწიფოს ლიდერმა უნდა შეინარჩუნოს სიფხიზლე. რა თქმა უნდა, ყოველ ჯერზე მსგავსი პირადი შეურაცხყოფა ავიწროვებს შესაძლებლობების ფანჯარას ორმხრივი ურთიერთობებისათვის [აშშ-ის] ახლანდელი ადმინისტრაციის პირობებში", - განაცხადა პესკოვმა.
აგრესორი პესკოვი გაკვირვებულია, რომ პუტინის მიმართ ბრალდებები ისმის "ბაიდენის ბაგეთაგან, რომელიც, იუგოსლავიის დაბომბვისკენ მოუწოდებდა".
"ეს ხომ ის ადამიანია, რომელიც თავის დროზე მოითხოვდა, თავის ქვეყანაში სატელევიზიო გამოსვლებისას, იუგოსლავიის დაბომბვას. სწორედ იუგოსლავიის დაბომბვას. ის მოითხოვდა ადამიანების დახოცვას... ამიტომ რა თქმა უნდა, მისი ბაგეებისგან მსგავსი სიტყვების მოსმენა. სულ მცირე, უცნაურია", - განაცხადა ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელმა.
დღეს, ოფიციალური შეხვედრების დასრულების შემდეგ, ბაიდენი ვარშავაში, პოლონეთის ეროვნულ სტადიონთან მოწყობილ ლტოლვილთა თავშესაფარში უკრაინის მოქალაქეებს შეხვდა.
უკრაინელ ლტოლვილებთან შეხვედრის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს "ჯალათი" უწოდა.