შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პოლონეთში ვიზიტს განარძობს.
ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის პრეზიდენტი პოლონელ კოლეგას ანდჟეი დუდას შეხვდა.
ამასთან, ვარშავაში ბაიდენი ურაინის საგარეო საქმეთა მინისტრს დმიტრო კულებასა და თავდაცვის მინისტრ ოლექსეი რეზნიკოვს შეხვდა.
ოფიციალური შეხვედრების დასრულების შემდეგ, ბაიდენი ვარშავაში, პოლონეთის ეროვნულ სტადიონთან მოწყობილ ლტოლვილთა თავშესაფარში უკრაინის მოქალაქეებს შეხვდა.
უკრაინელ ლტოლვილებთან შეხვედრის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს "ჯალათი" უწოდა.
ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რას ფიქრობს ლტოლვილებთან შეხვედრის შემდეგ, ბაიდენმა უპასუხა: "პუტინი ჯალათია".
შეგახსენებთ, გუშინ ბაიდენი პოლონეთის ქალაქ ჟეშუვში იმყოფებოდა, სადაც უკრაინიდან ლტოლვილები მოინახულა და საზღვარზე არსებულ ვითარებას გაეცნო.