შვეიცარიის ხელისუფლებამ, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გააფართოვა.
შვეიცარიის ახალი სანქციებით გათვალისწინებული შეზღუდვები შეესაბამება ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დამტკიცებული სანქციების მეოთხე პაკეტს. კერძოდ, შეზღუდვები მოიცავს:
ფუფუნების საგნების ექსპორტის აკრძალვას, რომელის მიზანის რუსეთის ელიტაზე და მის ცხოვრების წესზე პირდაპირი დარტყმის მიყენება. აკრძალვა ეხება მაღალი კლასის ფუფუნების საგნებს, მათ შორის ბრლიანტებს, ძვირადღირებულ მანქანებს, სამკაულებს, საათებს, ტყავის ნაწარმს;
რუსეთის სხვადასხვა სექტორში სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ცალკეულ საწარმოებთან - კრემლის - სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან ნებისმიერი ტრანზაქციის სრულ აკრძალვას;
მეტალოპროდუქციის, რკინისა და ფოლადის პროდუქციის აკრძალვას;
რუსეთის ენერგეტიკულ სექტორში ახალი ინვესტიციების აკრძალვას;
მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ შვეიცარია გააგრძელებს რუსეთის წინააღმდეგ იმავე ზომების შემოღებას, რასაც ევროკავშირი დაამტკიცებს.