25-26 ნოემბერს დიღომში მდებარე შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემია თავისუფალი სტილით ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლებს. პირველ დღეს ჩემპიონ-პრიზიორები 55, 60, 66 და 74 კილოგრამ წონით კატეგორიებში გამოვლინდებიან, ხოლო მეორე დღეს - 84, 96 და 120 კილოგრამებში.
საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის გადაწყვეტილებით, შიდა კონკურენციაში ჩართვა ნაკრების ყველა მოჭიდავისთვის სავალდებულო იქნება. შედეგებით კი ის გუნდი დაკომპლექტდება, რომელიც 2011 წლის ევროპის ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას.
წინასწარი ეტაპის შეხვედრები 11 საათიდან დაიწყება. ფინალური ბლოკის დაწყების ზუსტი დრო კი უცნობია, რადგან გადამწყვეტი ბრძოლების წინ შესვენება არ გამოცხადდება.